“პაპუაშვილს ვერ დავუჭერ მხარს, მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ დღეს ის გამოვიდა და ფარისევლად გვესაუბრა აქ პარლამენტის ტრიბუნიდან, იმაზე, რომ თურმე ევროკავშირში განაცხადის შეტანას აპირებთ 2024-ში. ის ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად და ჩვენთან ერთად იყო მიშელის პროცესში მოლაპარაკებებზე, და შემდეგ ყველაზე აქტიურად იცავდა პოზიციას, რომ თურმე ეს დოკუმენტი არანაირი ძალის და არანაირი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი არ არის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად, არასანდო ადამიანი და პოლიტიკურ მატყუარას, ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარედ მხარს ვერ დავუჭერთ.
ადამიანს, რომელსაც არ ჰყოფნის თავშეკავება, რომ ფიზიკურად აი იძალადოს საკუთარ კოლეგაზე, აქ ამ დარბაზში, ჩემი აზრით, მისი შემოთავაზებაც კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არის შეურაცხყოფა საზოგადოების და შეურაცხყოფა საქართველოს პარლამენტის ტრადიციების და პარლამენტარიზმის ისტორიის” – თქვა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევაზე.