ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, ბოლო ვიზიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია.

“ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. დასუსტებულია და მე რაც მომეჩვენა იმას ვამბობ, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი, მე ესეთ რამეს მოვკარი ყური, თუ ეს მისი ჯანმრთელობის ბრალია, ანუ ეს თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა, ასევე გამიგია, რომ სპეციალურად აკეთებს ამას და თუ თავად აკეთებს, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო და ასე არ გამომდის ასე ვერ ვისუსტებ თავს და ამ შემთხვევაში ძალიან დასაფასებელია, მე არ ვიცი ვხედავ რომ ეს ადამიან დნება”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი

banner
წინა სტატიაშივაშაძე – მიხარია, რომ ჯერ ელჩის დონეზე არ არის ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა
შემდეგი სტატიაარცელი – მადლიერი ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხები მივიღე, შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა