„მე ადამიანი მოვკალი, მარა „პატრონი“ მყავს“ – აქცია პროკურატურასთან

აქცია მთავარ პროკურატურასთან. აქციის მონაწილეები, 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში დამნაშავე მძღოლის დასჯას ითხოვენ. ისინი ამ კუთხით კანონმდებლობის შეცვლას და მის გამკაცრებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტი: „მე ადამიანი მოვკალი, მარა „პატრონი“ მყავს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ხელისუფლება, თუ ადვოკატების დევნას თავს არ დაანებებს – ხატიაშვილი
შემდეგი სტატიაევა გოცირიძე ღია წერილს ავრცელებს