ადამიანი გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ არგუმენტს ასახელებს და ესეც კი სპეკულაციების ნაწილი გახდა – ოხანაშვილი შოთაძეზე

ირაკლი შოთაძეს ჯანმრთელობას ვუსურვებ, ეს ადამიანი გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ არგუმენტს ასახელებს და ესეც კი სპეკულაციების ნაწილი გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პროკურორის ასარჩევად საჭიროა საპროკურორო საბჭოს წარდგინება.

„ეს არის დამოუკიდებელი ორგანოს პრეროგატივა და ეს პროცედურები მათ უნდა დაიწყონ. ამ პროცედურების დაწყების შემდეგ პარლამენტს ჩართვა შეუძლია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა – ბრეგაძე
შემდეგი სტატიავმოქმედებთ მკაცრად მხოლოდ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალ ევროპულ სტანდარტებს – ბრეგაძე