ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, აცრა ბინაზე ჩაუტარდებათ

იმ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მოქალაქეებმა ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 1522 და ოპერატორს მონაცემები მიაწოდონ. ამის შემდეგ მათ ექიმი დაუკავშირდებათ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გავლენ.

banner
წინა სტატიაშიჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს მიუახლოვდა
შემდეგი სტატიარომის პაპი ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს