“ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი ივანიშვილის ჯიბეში მიდის”

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“თუ დასამალი არაფერი გაქვთ და თქვენს სიმართლეში დარწმუნებულები ხართ, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც კორუფციულ საქმეებს გამოიძიებს და გვამხილეთ სიცრუეში” – ასე მიმართა უმრავლესობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

“ანტიკორუფციული კომისიის შექმნის წინადადებაზე პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების გაუწონასწორებელი რეაქცია, ანდაზას – ქურდს ქუდი ეწვოდაო, მახსენებს. თუ დასამალი არაფერი გაქვთ, შეიქმნას ეს კომისია და გვამხილეთ სიცრუეში. მაგრამ თქვენ კარგად იცით, იმ ფაქტების შესახებ, რომელიც ადასტურებს რომ ბიზინა ივანიშვილის გუნდი და პირადად ის, ყოვლად აღვირახსნილი ფულის კეთებითაა დაკავებული, რომ ის საქართვეოს თითოეულ მოქალაქეს ჯიბეში ჩაუძვრა, რადგან თავისი 7 მილიარდი გაზარდოს.

ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი ივანიშვილის ჯიბეში მიდის, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი ასუბსიდირებს ე.წ. იაფი სესხის პროგრამას, რომლითაც ივანიშვილის ბიზნესები ფინანსდება. ეს კორუფცია არაა?! ეს გამოძიებას არ იმსახურებს?! “

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ბიძინას გადასაწყვეტია, რა სტატუსით ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი სატელეფონო ამონაწერს ასაჯაროვებს