“ადამიანებმა, რომლებიც არიან ციხეში, უნდა გაითავისონ, აღიარონ თავისი შეცდომები ” – შეიწყალებს თუ, არა სინდისის პატიმრებს ყაველაშვილი?!

მიხეილ ყაველაშვილი გადაჭრით ვერ პასუხობს კითხვას, გამოიყენებს თუ არა დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს თუ არა სინდისის პატიმრებს. ამასთან, “ოცნების” პრეზიდენტი დაკავებული ახალგაზრდებისგან “შეცდომების” აღიარებას ითხოვს.

“ის ადამიანები, რომლებიც არიან ციხეში, იმათმა უნდა გაითავისონ, აღიარონ თავისი შეცდომები და ამის მიხედვით ვნახოთ, დააკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება”, – ამბობს ყაველაშვილი.

ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ახალი კითხვები გააჩინა – შეიძლება თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს მაგალითი ერთგვარ პრეცედენტად იქცეს და ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან შესაძლო გარიგების თემად პოლიტპატიმრების გათავისუფლება გამოიყენოს?

ოპოზიციისა და უფლებადამცველების შეფასებით, ქართულ ციხეებში მყოფი პოლიტიკური და სინდისის პატიმრები დასავლეთის რეაგირებას ელოდებიან და მათ შორის არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი შესაძლოა, მზად იყოს მათი თავისუფლებით ივაჭროს, თუ ეს მისთვის სანქციების თავიდან არიდებას, გავლენის შენარჩუნებასა და პირადი ინტერესების დაცვას ნიშნავს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ხელისუფლებისგან, ჩემი განეიტრალების ბრძანებაა გაცემული” – არქიმანდრიტი დოროთე საპატრიარქოში მეორედ დაიბარეს
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს ანგარიშში, „ქართულ ოცნებასა“ და ბიზნესს შორის შესაძლო საეჭვო კავშირები მოხვდა