ადამიანების დაშავებაში მთავარი დამნაშავე არის ნიკანორ მელია – კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე მთელ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და ამტკიცებს რომ უდანაშაულო ადამიანებისთვის თვალების დათხრა გახარიას ხელწერაა.

“იყო უამრავი ძალიან სერიოზული ხარვეზი, მინიმუმ ხარვეზი, იმასთან დაკავშირებით, რატომ იდგა სპეც. დანიშნულების რაზმი ჭიშკრის გარეთ, რატომ არ იყო წყლის ჭავლი გამოყენებული და ა.შ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს. სპეცოპერაციის ჩატარების დროს იყო დაშვებული უამრავი ხარვეზი, რაც შეეხება ადამიანების დაშავებას და ა. შ. ამაში მთავარი დამნაშავე არის ნიკანორ მელია და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ახორციელებდა შტურმს.”,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი – 2008 წლის ომი არ ყოფილა რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების დასაწყისი
შემდეგი სტატიანიკა ობოლაძე – მეგის ქარდავას საქმეს კონკრეტულად არ ვიცნობ, ერთადერთი, რაც ვიცი, ამ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო