“ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის მისცემენ ხმას, “ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს“

თბილისის მერი, დავით ნარმანია NDI-ს კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი მისთვის გასაოცარია.

ნარმანია დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემენ ხმას, არჩევნებზე, “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს.

“ჩემთვის საოცარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი, რომელიც ფრაქტიკულად, ნულთან ძალიან ახლოს არის. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემენ ხმას, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩენი გუნდის მხარდამჭერები არიან. უბრალოდ, არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც არ ასახლებენ გამოკითხვების დროს, ვის მიმართ აქვთ სიმპათია. ვიცი, რომ მათ სიმპათიური და საქმის მკეთებელი გუნდის მიმართ ნამდვილად სიმპათია გააჩნიათ და 8 ოქტომბერს, მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ NDI-ს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მისი პასუხებიდან ჩანს.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: კვლევა აჩვენებს, რომ “ოცნებამ” ხალხში მხარდაჭერა დაკარგა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: არიან რიგი თაღლითი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამორჩენას, თუმცა ეს არავის შერჩება