ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ, რა თქმა უნდა, მათ ამ ქვეყანაში უბედურების დატრიალებას უკვეთავენ – ცაგარეიშვილი

ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ, რა თქმა უნდა, მათ ამ ქვეყანაში უბედურების დატრიალებას უკვეთავენ, – აღნიშნული შეფასება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვის კომენტირებისას გააკეთა.

ცაგარეიშვილის განცხადებით, „ჯაფარიძე ერთ-ერთი პატარა ელემენტია იმ მოზაიკისა, რომელიც ახლა ეწყობა და ობობის ქსელივით იხლართება, რათა ქვეყანა უბედურებაში და ძმათა მკვლელ, სამოქალაქო დაპირისპირებაში გახვიონ“.

„მოუსმინო ამ ადამიანს და დაიჯერო, რასაც ის ქადაგებს, არამხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხი, არამედ მორალისა და ზნეობის საკითხია. ასეთი ბინძური ადამიანების მუქარა, შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ვინ არიან ეს ადამიანები და რას ქადაგებენ ისინი?! – ემზადებიან ე.წ. ცხელი შემოდგომისთვის, რომელიც უკვე რიგით მერამდენეა, სათვალავიც კი ამერია.

რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისს დასკვნებს გავაკეთებთ. ამ ადამიანების ავ ზრახვებს აღსრულება არ უწერია. დიდი ხანია ქვეყანა იმ მდგომარეობიდან გამოვიდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ფერხულში ჩაბმულ ავაზაკ-კრიმინალებს ქვეყნის უკან დახევა და დამარცხება შეეძლოთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ძმა – უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია – ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა
შემდეგი სტატიაკონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა – ბოკერია ივანიშვილის დეპუტატების წერილზე