„ადამიანები, რომლებიც შეზღუდვებს გვიწერესებენ, შავ ჯიპებში სხედან და ჩვენი პრობლემები არ ესმით“ – მოძრაობამ „ხალხისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს

“ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს, ქვეყანა უნდა გაიხსნას”- ამ სლოგანით პარლამენტის წინ მოძრაობამ „ხალხისთვის” და არასამთავობო ორგანიზაციამ „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ აქცია გაიმართეს. აქტივისტებმა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მოითხოვეს. აქტივისტების განმარტებით, თანამდებობის პირები, რომლებმაც მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესეს, თვითონ ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილებიან და ამ ფონზე კი მოქალაქეების საჭიროებები არ ესმით.

„ადამიანები, რომლებიც შეზღუდვებს გვიწერესებენ, შავ ჯიპებში სხედან და ჩვენი პრობლემები არ ესმით, მათ არ ესმით ჩვენი სოცილაურ ეკონომიკური საჭიროებების. მოვუწოდებთ შეზღუდვების მოხსნისკენ”, – განაცხადა აქტივისტმა ნინო წულაძემ.

ამასთან, აქტივისტებმა აქციაზე ჩამოთვალეს იმ მაღალი თანამდებიბის პირების სახელები და გვარები, რომლებიც მათივე თქმით, ძვირადღირებული ავტომანქანებით გადაადგილდებიან.

„თბილისის მერი კახა კალაძე – FIAT 500 ABARTH; თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი – Toyota Forruner; თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას –” ნისან მურანო”; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – აუდი A8, RANGE ROVER VELAR; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა – Mercedes Benz ML class; ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი – “ტოიოტა რავ 4”; საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი – “აუდი ა6”; ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე – mercedes G 300 D 2; გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი -Mercedes-Benz; ირაკლი კობახიძე – Mercedes-Benz S-Class; ლევან კობიაშვილი – Mercedes benz; ბექა ოდიშარია- 1. TOYOTA LANDCRUIZER LC 200; ნინო წილოსანი -Toyota 200 , ბმვ X 5; არჩილ თალაკვაძე – Harley-Davidson, Mini Cooper S; გიორგი კახიანი- 1. mercedes-benz GL; 300 – mercedes-benz ML; დავით მათიკაშვილი – Toyota Camry; დავით სერგეენკო- Toyota Prado, Nissan Kicks; ირაკლი სესიაშვილი – scion; ალექსანდრე მოწერელია- ავტომობილი Grand Cherokee; სავალან მირზოევი – NISSAN PATROL , NISSAN JUKE; ვიქტორ ჯაფარიძე – ml; გიორგი გახარია – ტოიოტა RAV4“, – ნათქვამია აქტივისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქციის მონაწილეები პროტესტს 29 იანვარს, 11:00 საათზე კიევის ქუჩაზე გააგრძელებენ და დაწესებული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით ავტომობილების სიგნალით აქცია-პერფორმანსს გამართავენ სახელწოდებით “მიეცი სიგნალი”.

banner
წინა სტატიაშიმარიკაშვილი: მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენება უკანონოა, გავასაჩივრებთ
შემდეგი სტატიაკობახიძე: ამ სიყალბეზე სამთავრობო პროპაგანდაში მონაწილეობდა საპატრიარქო