,,ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არის კერძო დავა ასეთები აღარ დარჩნენ”

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. პირადპირ ეთერში დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ გუშინ მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყეტილება არის “არაკონსტიტუციური და ის წინაღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.”

“გუშინ ორი რამ მოხდა. პირველი მოსამართლე, ე.წ. მოსამართე ურთმელიძე საკონსტიტუციო სივრციდან გავიდა. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადწყვეტილების არსს ეწინააღმდეგება. ამ გადაწყვეტილების ურთმელიძემ მისცა მაგალითი საქართველოს მოქალაქეებს, რომ ხელისუფლების დაკვეთით ის გავიდა საკონსტიტუციო სივრციდან. ურთმელიძე ისტორიაში შევა, რომ ის დედას გაემიჯნა. მან მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება. მეორე, ძირეული გარდატეხა იყო ის, რომ თუ მანამდე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არის კერძო დავა ასეთი ადამიანები აღარ დარჩნენ არც საქართველოში არც ქვეყნისს გარეთ. სახალხო დამცველმა მკაფიოდ დააფიქსირა დღეს საკუთარი აზრი.

რაც ქვეყნის გარეთ დღეს მოხდა იყო ნამდვილი კატასტროფა. პირველი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, ამის შემდეგ საელჩოების საერთო განცხადება და ახალა უკვე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ეს ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. ამიტომ არჩენვების გზით რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ეს ხელისუფლება მთავრობას სათავეს,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის სენატი დაინტერესდა რუსეთის პროპაგანდის როლით უკრაინასთან მიმართებაში
შემდეგი სტატიანესტან კირთაძე რ2–ის მოსახლეობასთან ერთად ფიზიკურად დაცვას გეგმავს