ადამიანები როცა ხელმოცარული არიან, ხან ტექნიკურ მთავრობას ან პარლამენტს ქმნიან, მერე ალბათ ალტერნატიულ მოდელირებულ სახელმწიფოს შექმნიან, სადაც ალბათ გაიმარჯვებენ – ზარქუა

ადამიანები როცა რეიტინგში დაბლა და ხელმოცარული არიან, შეუძლიათ, ასე ხან ალტერნატიული ტექნიკური მთავრობა შექმნან, ახლა რაღაც ტექნიკური პარლამენტი შექმნეს, მერე შექმნიან ალბათ ალტერნატიულ რაღაც მოდელირებულ სახელმწიფოს, საქართველოს დაარქმევენ, იქ ალბათ გაიმარჯვებენ, უმრავლესობით მოვლენ და ასეთ სისულელეებში არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროპარლამენტარებმაც მოუწოდეს ოპოზიციას, რომ „ალტერნატიული რაღაც სისულელეების მოფიქრებას“ ჯობია, დაუბრუნდნენ შექმნილ კომისიას.

„რადიკალური ოპოზიციის ერთი ინიციატივა გამახსენეთ აბა, რომელიც წარმოადგინეს? – არც ერთი. ადამიანები როცა არიან რეიტინგში დაბლა, ხელმოცარული, მათ შეუძლიათ, ასე ხან ალტერნატიული ტექნიკური მთავრობა შექმნან, იქ ხელი მოეცერათ, ახლა ტექნიკური რაღაც პარლამენტი შექმნეს, არ ვიცი სპიკერი ვინ ჰყავთ ალბათ, ჭიჭე ვაშაძე ჰყავს, რადგან იქაჩება, მერე შექმნიან ალბათ ალტერნატიულ რაღაც მოდელირებულ სახელმწიფოს, საქართველოს დაარქმევენ, იქ ალბათ გაიმარჯვებენ, უმრავლესობით მოვლენ და ასეთ სისულელეებში არიან. ეს არ არის იმ 12-პუნქტიანი გეგმის ადეკვატური ნაბიჯი. იქ პირველი წერია – დეპოლარიზაცია. თქვენ გგონიათ ეს დეპოლარიზაციაა? აგერ არის კომისია შექმნილი, სადაც, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, მშვიდ ტონალობაში საუბრობენ მართლმსაჯულების თემაზე, აგერ იყო კომიტეტი მუშაობდა მათ შორის გენდერულ თემებზე, სასამართლო რეფორმაზე. მათ შორის ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ, არ არიან მაინცდამაინც ჩვენ მიმართ კეთილად განწყობილი, გამოვიდნენ და თქვეს რომ დიახ, ალტერნატიული რაღაც სისულელეების მოფიქრებას ჯობია, დაუბრუნდნენ, სადაც კომისიაა შექმნილი, ეს არ ასხამს წისქვილზე წყალს, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს, მეტი რა უნდა უთხრან?! არა, მაინც ცალკე იქაჩებიან. ეს მათი არჩევანია, რადგან მთელი მათი მუშაობა, პოლიტიკაში ყოფნა არის, რომ იყვნენ ცალკე განდგომილი, საზოგადოება და საზოგადოებრივი ინტერესები კიდევ სხვა მიმართულებით იყო.

ჩვენ საზოგადოებრივ ინტერესებს ვპასუხობთ, რაც არის დაკვეთა, რომ ჩვენ ევროინტეგრაციისთვის უნდა მოვამზადოთ და იმ თორმეტივე პუნქტს გავივლით და მოვემზადებით შემოდგომისთვის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშივიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ – ვაშაძე
შემდეგი სტატიააშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა უკრაინას ჩვენთან მოლაპარაკება აუკრძალეს – ლავროვი