ადამიანები ერთმანეთში ძიძგილაობენ ძალიან მსუბუქად – “ოცნების” დეპუტატი

“ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ქარელში, პარტიის ოფისში „მთავარი არხის“ ოპერატორ ბექა აბლოთიას “ეჯაჯგურებოდნენ”, მაგრამ კადრებში ვერ ნახა, რომ ვინმემ ის მეორე სართულიდან გადმოაგდო.

“ადამიანები ერთმანეთში ძიძგილაობენ ძალიან მსუბუქად, აქ არ არის არც ჩხუბი და არც მუშტი-კრივი… ოფისში თუ შემოუვარდები ადამიანს და გეუბნება, რომ გაბრძანდიო, როგორ მიგითითოს? ადამიანი ცოცხალი ხომ არის? ღმერთმა კარგად ამყოფოს. თუ ვინმემ ვინმეს ხელი კრა და განზრახ ეს ჩაიდინა, ბუნებრივია უნდა დაისაჯოს. ეს არის სივრცე ადამიანების, სადაც ისინი მუშაობენ. თუ ვიმე უვარდებათ, მათ აქვთ უფლება რომ მიუთითონ, თუ არ ესმის, შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ისეთი…”, – თქვა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს
შემდეგი სტატიაკადრები გვაქვს, როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი – კობახიძე