ადამ კინზინგერი: საქართველოში არჩევნები ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩატარდეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. იგი, ასევე იმედს გამოთქვამს, რომ კენჭისყრა სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე მან ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურად ისაუბრა.

“ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად”, – აცხადებს ადამ კინზინგერი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შაბათს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს
შემდეგი სტატიათერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა