ადამ კინზინგერი: მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან

„ხუთშაბათს მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც ჩვენ ერთად დავადასტურეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას“,-ასე ეხმაურება კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გამართულ შეხვედრას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ თალაკვაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

კონგრესმენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, პარლამენტის თავმჯდომარს ვიზიტისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ აუცილებელია, საქართველოში ყველა დაინტერესებული მხარე კომპრომისზე წავიდეს, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით.

„მე მადლობას მოვახსენებ [პარლამენტის] თავმჯდომარე თალაკვაძეს ვიზიტისთვის ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განხილვის მიზნით. შეხვედრის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მონაწილე სხვადასხვა მხარესთან. მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ისიც გახდა ცხადი, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები/უთანხმოება“,-წერს კონგრესმენი.

კონგრესმენი ასევე აღნიშნავს, რომ პროტესტი თავისუფალ ქვეყანაში ნორმალური მოვლენაა, მაგრამ აუცილებელია იგი მშვიდობიანი იყოს.

„დემოკრატია იოლი საქმე არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან. აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს“,-წერს ადამი კინზინგერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე ადამ კინზინგერს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიადიდი თოვლის გამო შეფერხებებია ელექტრო მომარაგებაში