ადამ კინზინგერი კონგრესმენად ხელახლა აირჩიეს

წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი კვლავ კონგრესმენია. ილინოისის შტატის მე-16 ოლქის ამომრჩევლებმა იგი კონგრესში საკუთარ წარმომადგენლად ხელახლა აირჩიეს. წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელი კინზინგერი საარჩევნო მარათონში ხმათა 65%-ით იმარჯვებს.

კინზინგერი კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია. წარმომადგენელთა პალატაში მისი თანამდებობის შესაბამისად, კინზინგერი ხშირად ეხმაურება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. იგი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უმეტესად პროპორციული გახდა.

კინზინგერი 2010 წლიდან წარმომადგენელთა პალატის წევრია.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად სენატისა და წარმომადგენელთა პალატის არჩევნებიც ტარდება.

banner
წინა სტატიაში25 NGO განცხადებას ავრცელებს: არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით
შემდეგი სტატიათალაკვაძე : რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას