ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებაზე: სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის

კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერზე გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა. ადამ კინზინგერის ამბობს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.

“დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირეს. მას 38 თვე მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ ეს უბრალოდ გვაწუხებს. სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არაა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: მიტაცებული მიწების დაკანონებას ჩვენ არ დავუშვებთ
შემდეგი სტატიაგოდერძი ჩოხელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს