“ძალიან გაბრაზებული და გამწარებული ვარ იმით თუ რა ხდება ზოგადად უნივერსიტეტების თავზე და განსაკუთრებით, ჩვენი, სოხუმის უნივერსიტეტის თავს!
იმით რაც ხდება კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა შორს არის დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, როგორ არ ესმის ის, როგორ არ ერკვევა არაფერში და როგორ სამომავლოდ საბედისწერო შეცდომას უშვებს!როგორ არ უსმენს იმ ადამიანებს ვისაც კარგად გაეგება ეს საკითხი და ვალდებულიც არის რომ გაეგებოდეს!
ჩვენი სოხუმის უნივერსიტეტი მდიდარი და საამაყო ისტორიის მქონე, ერთ-ერთი ბასტიონი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის, თანამშრომლობის, ერთ-ერთი ბასტიონი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა!
კარგად მახსოვს მისი პირველი რექტორის ბატონი ზურაბ ანჩაბაძის და მამას საუბრები, დისპუტები,წუხილები, ფიქრები უნივერსიტეტის მომავალზე, მის განვითარებაზე…
სოხუმის უნივერსიტეტში, როგორც ლაკმუსის ქაღალდზე გამოვლინდა, იფეთქა ყველა ურთიერთსაწინააღმდეგო პრობლემა, რომელიც ათეული წლები ბუდობდა აფხაზურ საზოგადოებაში.უნივერსიტეტში აღმოჩენილ კონფლიქტით დაიწყო ხილული ფაზა ტრაგედიისა დატრიალებულმა აფხაზეთში.
რა ვქნათ, როგორ უშველოთ ჩვენს მშობლიურ და ბუმბერაზ კერას, როგორ გადავარჩინოთ უგუნურობისაგან და უგუნურებისაგან!?”-წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ადა მარშანია და ოცნების განათლების რეფორმას ეხმაურება















