ადა მარშანია: „ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას“

„რა გამოცოცხლებაა დარბაზში?! მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა? ხალხო რა გჭირთ, ხუმრობით გეტყვით, ვამპირები ხართ თქვენ, ამ მონსტრების და აჩრდილების გამოსვლის დროს რომ იკვებებით და ენერგია გემატებათ? რა გჭირთ ხალხო, ამაზე ხარჯავთ თქვენ ენერგიას და შეძახილებს და ჟრიამულია? ენერგია მოდის და მე მიხარია ეს. ეს არ არის დემოკრატია. ეს იცით რა არის? – თქვენ ერთმანეთს ასაზრდოვებთ. ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას. არ უნდა ეკადრებოდეს პატრიოტს, მებრძოლს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს, პატიოსან, ჭკვიან ხელისუფლებას ასეთი ოპოზიცია. არ უნდა გჭირდებოდეთ, მაგრამ თქვენ ეს ხალხი გჭირდებათ! ეს არის მიზეზი იმისა, რატომ არ ვაძლევთ ხმას ამ მინისტრთა საბჭოს, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც დღეს იქნება დამტკიცებული, რაშიც ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაშიბევრი დრო არ დარჩა, რაც აქ, ამ შენობაში, ამ დარბაზში, ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანის თქმით, პარლამენტთან მან თავი დაიცვა დემონსტრანტებისგან, რომლებიც თავს დაესხნენ “სასტვენებით და ცხვრებით”