ადა მარშანია: არ ეწყინოს ბატონ თადუმაძეს და ფანტომია ის, ვიდრე პროკურორი

“ბატონო კარლო, იცით რაზე მინდა თქვენთან ერთად ვიოცნებო? მოდით, ვიოცნებოთ. თქვენ ხომ ოცნების წევრები ხართ. მოხდა საოცრება თქვენს გულსა და თავში, თქვენ ნაკლებად გეხებათ ალბათ ეს და ქართული ოცნების უმრავლესობა გადმოვიდა ჩვენს ფრაქციაში და ჩვენ გავხდით უმრავლესობა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში. თქვენ წარმოიდგინეთ, რა კარგი ამბები დაიწყება. პირველი – მივიღებთ რეზოლუციას, რომელიც დიდი ხანია მისაღებია, ამას ოვაციით მიიღებს ჩვენი მოსახლეობა. მეორე – გადავაყენებთ ამ პროკურორის და დავაყენებთ ახალ პროკურორს, რომელსაც პროკურორი ჰქვია, არ ეწყინოს ბატონ თადუმაძეს და ფანტომია ის, ვიდრე პროკურორი. როგორ დავარქვა, მძინარე მზეთუნახავი შეიძლება დავარქვა. არვიცი, იმის მერე, რაც ბატონი თადუმაძე ჩვენ პროკურორად დავამტკიცეთ, მე ის თვალით არ მინახავს, არ გამოჩენილა აქ. არადა, 56 000 გაწამებული ადამიანის განცხადება პროკურატურაში დევს. მაგრამ, რასაკვირველია, ეს არაფერი, წვრილმანია თქვენი ხელისუფლებისთვის. შემდეგ რა ხდება, ბატონო კარლო, იცით? ავტომატურად შემოდის საკითხი, ახალი მთავრობა უნდა დავამტკიცოთ, უცილობლად. არ არის გამორიცხული, რომ ძველი წევრები დარჩებიან, არ არის გამორიცხული, არ არის ყველა დასაწუნი, ნამდვილად. და შემდეგ, იცით რა ხდება, ყველაზე სწორი? ვმუშაობთ ახალ საარჩევნო კოდექსზე, მართლა კოდექსზე და არა მოჩვენება კოდექსზე, რომელმაც თქვენ გამარჯვება უნდა მოგიტანოთ. მაგრამ არანაირად არ გამოვა ეს 2020 წელს, იმიტომ, რომ თქვენ ისეთი დისკრედიტირებული ძალა ხართ, და თავად მშვენივრად იცით რატომ და ყველაზე სამართლიანი შედეგი მომავალი არჩევნების იქნება ის, რომ თქვენ და თქვენი კოჰაბიტირებული ძალა ერთმანეთს ჩაეხუტოთ, წაბრძანდეთ სახლში, დაანებოთ ხელისუფლებას. ”აცხადებს ადა მარშანია.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანის თქმით, პარლამენტთან მან თავი დაიცვა დემონსტრანტებისგან, რომლებიც თავს დაესხნენ “სასტვენებით და ცხვრებით”
შემდეგი სტატიამე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვს ამ სავარძელში და სერგი კაპანაძეს შორის