აცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება: იმნაძის განმარტება

“აცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება, რადგან არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს. ეხლა თუ მწვავე პროცესი არ გაქვთ აცრის დროს და იმიტომ არ იღებთ ანტიბიოტიკს, ანუ თუ რაიმე მწვავე ინფექცია გაქვთ, იმიტომ არ შეიძლება იმ დროს აცრა, თორემ ანტიბიოტიკის მიღება შეიძლება აცრის დროსაც.”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძემ “ინდურ შტამთან” დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შტამს ახასიათებს სურდო და ამით გრიპის მაგვარ დაავადებებს ემსგავსება.

“ინდურ შტამს უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს, სხვათა შორის სიმპტომატიკაც განსხვავდება. უფრო მეტი სურდო შეძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, პრაქტიკულად, სურდო არ ჰქონდა ხოლმე. ეს უფრო ჰგავს გრიპის მაგვარ დაავადებებს, სიმპტომატიკით შეიძლება უფრო ჰგავდეს.

ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“. – ამბობს პაატა იმნაძე.

banner
წინა სტატიაშისუბსიდირების პროგრამა სრულდება- გაძვირდება თუ არა პური
შემდეგი სტატია“საქმით ვუპასუხებთ”- რა დააბარა ევროპარლამენტარმა სიკორსკიმ ბაიდენს პუტინთან?