აცრების ინტენსივობის გაზრდის მიზნით, რეგიონებში მობილური ჯგუფები გაიგზავნება

აცრების ინტენსივობის გაზრდის მიზნით, ხვალიდან მობილური ჯგუფები რეგიონებში გაიგზავნება – თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე .

ღიბრაძის განმარტებით, ლოკაციების შერჩევა დიდი დასახლებული პუნქტების მიხედვით მოხდება.

“აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური ბრიგადები გაიგზავნება სხვადსხვა რეგიონების სხვადსხვა დასახლებულ პუნქტებში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოთ”,- თქვა ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასწრებას მაყურებლების 33% შეძლებს
შემდეგი სტატიაგოცირიძე – მიხეილ სააკაშვილი რომ არის პოლიტიკური პატიმარი, ამას ყველა ამბობს მთელ მსოფლიოში