26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

აჭარული ხაჭაპური TasteAtlas-ის მსოფლიოს საუკეთესო ყველის კერძების რეიტინგში მეორე ადგილზეა

საერთაშორისო კულინარიულმა პლატფორმა TasteAtlas-მა მსოფლიოს საუკეთესო ყველის კერძების განახლებული რეიტინგი (Top 100 Cheese Dishes in the World) გამოაქვეყნა, სადაც აჭარულმა ხაჭაპურმა საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.

მაღალი შეფასება: აჭარულმა ხაჭაპურმა 4.4 ქულა დაიმსახურა და მხოლოდ ბერძნულ „საგანაკის“ ჩამორჩა.

ტოპ 5 ყველის კერძი მსოფლიოში:

საგანაკი (საბერძნეთი) — 4.4 ქულა

აჭარული ხაჭაპური (საქართველო) — 4.4 ქულა

პროვოლეტა (არგენტინა) — 4.4 ქულა

სირნიცა (ბოსნია და ჰერცეგოვინა) — 4.4 ქულა

ფოკაჩა დი რეკო ყველით (იტალია) — 4.4 ქულა

პლატფორმა კერძს აჭარის რეგიონს უკავშირებს და მას განმარტავს, როგორც საფუვრიანი ცომისგან დამზადებულ ღია ტიპის ცომეულს, რომელიც სულგუნის, იმერული ყველის ან მათი ნარევის შიგთავსით მზადდება. გამოცხობის შემდეგ მას კვერცხსა და კარაქის ნაჭერს ამატებენ.

ცნობისთვის, TasteAtlas-ის შეფასება მომხმარებელთა ხმებს ეფუძნება. 2026 წლის 15 აგვისტოს მონაცემებით, სისტემამ 16 834 შეფასებიდან 11 180 ლეგიტიმურად ცნო. პლატფორმის განცხადებით, რეიტინგის მთავარი მიზანი ეროვნული კერძების პოპულარიზაციაა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა თბილისში: პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილ ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა