15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაამტკიცა

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა.

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი – მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი – ელისო ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი – დენის სალუქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ედნარ ნატარიძე.

კენჭისყრამდე ზურაბ პატარაძემ თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონში დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გაგრძელდება. ასევე, მან ისაუბრა პრიორიტეტებზე, რომელიც ჯანდაცვას, განათლებას, სპორტს, კულტურასა და ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. მისი თქმით, პოლიტიკურ გუნდთან ერთად რეგიონის განვითარებაზე იზრუნებს.

ოპოზიციის წევრებმა „გახარია-საქართველოს” პარტიიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიირანი: მზად ვართ, ჩვენი თავდაცვითი შეიარაღების შესაძლებლობები დამოუკიდებელ ქვეყნებს გავუზიაროთ
შემდეგი სტატიასინოდის სხდომაზე ფარული კენჭისყრა გაიმართება