აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

აჭარის ახალი მთავრობის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა ზურაბ პატარაძის მიერ წარდგენილ ახალი მინისტრების შემადგენლობას.

პოსტი ვერ შეინარჩა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.

ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრად, ყოფილი მინისტრის მოადგილე, რამაზ ბოლქვაძე, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლაშა კომახიძე წარადგინეს, რომელიც მანამდე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის “ენპარდ აჭარას” პროექტის მენეჯერი იყო.

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თემურ კახიძის ინფორმაციით, კენჭისყრაში 19 დეპუტატი მონაწილეობდა. აქედან 12-მა მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, შვიდი წინააღმდეგი იყო, ერთმა დეპუტატმა, – მედეა ვასაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ერთი დეპუტატი თემურ ბოლქვაძე კი სხდომას არ ესწრებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ახალი მინისტრთა კაბინეტი, დამტკიცებულია.

banner
წინა სტატიაშითურქეთში 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: საქართველოს პროფესიონალი პოლიტიკოსი უნდა მართავდეს