აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის დაჯარიმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის დაჯარიმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

უსკო-მ ბათუმის 79-ე ოლქის გადაწყვეტილება, საია-ს სარჩელთან დაკავშირებით, ძალაში დატოვა.

2-საათიანი მსჯელობის შემდეგ, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია პირზე, თუ ის არ იმყოფება საქართველოში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმის N79-ე ოლქის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, უსკო-ში მათ მიერ 1 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასა და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2016 წლის 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერის ჩვენებას.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ
შემდეგი სტატიაიტალიაში 17 საათი ნანგრევების ქვეშ მყოფი გოგონა გადაარჩინეს (ვიდეო)