აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა. იგი, ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას სიმსივნეს ებრძოდა.

ავთანდილ ბერიძე 2012-2016 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობდა.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2012-2016 წლების საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის – ავთანდილ ბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, თანამებრძოლებსა და საზოგადოებას, რომლის სამსახურშიც იყო სიცოცხლის ბოლომდე.

ავთანდილ ბერიძემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოსა და მის უსაყვარლეს კუთხეს – აჭარას მიუძღვნა. ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე ის აქტიურად ჩაება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომლის უმთავრეს პრინციპებს უშურველად უერთგულა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პარალელურად, ყოველთვის იდგა იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც საქართველოს წინსვლა, აღმშენებლობა ცხოვრებისა და მოღვაწეობის უპირველესი მიზანი იყო”,- ნათქვამია უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითალაკვაძე: შეუძლებელია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრების განრიგი რაიმე სახის მანიპულაციისა და გავლენის საგანი გახდეს
შემდეგი სტატიაინაშვილი: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, კარგი იქნება, თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება