აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები ცნობილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების შეჯამება დასრულდა.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ვებგვერდზე 348 შემაჯამებელი ოქმი უკვე ატვირთულია.

პირველადი წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“ რომელმაც ხმების 44.91% მიიღო, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 29.63% მიიღო.

5%-იანი ბარიერი წინასწარი მონაცემებით, გადალახული აქვს „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობასა“ (6.08%) და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ (5.71%).

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს.

არსებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, რადგან ვერც ერთი სუბიექტის კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა.

აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები მეცხრე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 8 ოქტომბერს გაიმართა. პირველადი წინასწარი მონაცემებიდან გამომდინარე, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება.

არჩევნების მეორე ტური იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ მაჟორიტარი დეპუტატობის ვერც ერთი კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : ,,არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში აშკარად იგრძნობოდა ფარული ხელი”