აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
სამართალდამცველები შენობაში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს წევრები არიან.
ცოტა ხნის წინ შესვლაზე უარი უთხრეს პარტია “ლელოს” წევრ ირაკლი კუპრაძეს, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია.
“მეუბნებიან, რომ სიაში არ ვარ, სტუმრების სიაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. მთელი შენობა ალყაშია პოლიციელების, დაცვის პოლიციის კრიმინალური პოლიციის მიერ, გაძეძგილია პარტიული აქტივისტებით და დეპუტატს, რომელსაც მიანიჭა მანდატი ადგილობრივმა მოსახლეობამ, არ გვიშვებენ შენობაში. ფიზიკურად შეუძლებელია ბარიერის გადალახვა. საშვთა ბიურო დახურულია, შიგნიდან დამცირებული თანამშრომლები გვეუბნებიან, რომ ვერ გაგვიღებენ კარებს, რადგან ასეთი ბრძანებაა მათზე გაცემული”, – თქვა ირაკლი კუპრაძე.