„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან“ რეორგანიზაციის საბაბით გათავისუფლებულმა ხუთმა თანამშრომელმა — ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, ლევან ურიდიამ, გაბრიელა კვაჭანტირაძემ და სალომე გეგეშიძემ — ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. ინფორმაციას “მედიაჩეკერი” ავრცელებს.
ისინი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.
ჟურნალისტების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) იცავს. ორგანიზაციის მთავარი იურისტის, თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, მედიიდან მიღებული დოკუმენტები დაუსაბუთებელია, არ შეიცავს კონკრეტიკას და სახეზეა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეპრესიული გზის გაგრძელება.
არხის დირექტორი, ირაკლი კიკვაძე კი აცხადებს, რომ მედია წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლება (რამაც სულ 57 პოზიცია შეეხო) სრულიად „დასაბუთებული და კანონიერია“.
მომხდარს მწვავე რეაქცია მოჰყვა მედიასექტორში:
მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება შერჩევითია და აჭარის მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლასა და საინფორმაციო ველის „მოსუფთავებას“ ემსახურება.
პროცესს დამოუკიდებელი ჟურნალისტების შევიწროებად და მაუწყებლის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევის მცდელობად აფასებს.
ტელევიზიიდან თანამშრომლების გათავისუფლების გამო „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალი ჩართო.















