„აჭარის ტელევიზია და აჭარის ტელევიზიის დირექტორი მიზანში ამოიღო ხელისუფლებამ” – არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანი აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების შეტევად აფასებს.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ტელეკომპანიის დირექტორის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა მმართველი გუნდის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლითაც ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიაზე კონტროლს და კრიტიკული აზრის შეზღუდვას ცდილობს.

ახვლედიანის აზრით, თავისუფალ მედიაზე შეტევა ყველაზე სახიფათოა.

„აჭარის ტელევიზია და აჭარის ტელევიზიის დირექტორი, რომელსაც არ ვიცნობ, მიზანში ამოიღო ხელისუფლებამ. არ მგონია, რამე უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე მედიაზე შეტევა. ადამიანები ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს თავისუფალი მედიის კუნძულების დაკარგვა ამ ქვეყანაში. სულ რაღაც ერთი-ორი კუნძული შემოგვრჩა და ჩვენ თუ ამას დავთმობთ, ნიშნავს, რომ დავთმობთ ყველაზე მთავარს – თავისუფლებას და ჩვენს მომავალს,” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიმუქარა და ზეწოლა ტყიბულის მერის მოადგილეზე – სოფიო ბოჭორიშვილი მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე „ოცნებიდან“ წასვლას და ეკა ბესელიას გუნდთან გაერთიანებას გეგმავს?