აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე “ლელოს” წევრი გახდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლელოს წევრი გახდა. ჯამბულ ხოზრევანიძემ თანამდებობა 22 ივლისს დატოვა, 23 ივლისს კი ის მამუკა ხაზარაძემ თავისი პარტიის ერთ-ერთ სახედ წარადგინა.

“2005 წლიდან ვიბრძოდი უკეთესი საქართველოსთვის. 2016 წელსაც გამოვთქვი უკმაყოფილება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. 2020 წელსაც იგივე მეორდება, იმ ადამიანებს ვხედავ ამ ხელისუფლებაში, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს შექმნეს რეჟიმი და ახლა ამ რეჟიმის გაუარესებას ცდილობენ. ესენი არიან ფეოდალები, რომლებიც აჭარას ამუხრუჭებენ. მე ვიბრძოდი სამართლიანობისთვის და სამწუხაროდ, ამ ასაკში ისევ უკუსვლით მიწევს წინა პერიოდში დაბრუნება, რაც იყო 2012 წელს. მე მწამს, რომ ლელოსთან ერთად ადამიანებს დავუბრუნებთ იმ იმედს, რაც სჭირდებათ”. – თქვა ჯამბულ ხოზრევანიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსის მცირეწლოვანმა შვილმა იპოვნა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – ყველა აღიარებს, რომ მთავრობა, ბატონ გახარიას მეთაურობით, ძალიან ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას და ამ წარმატებული მართვის ნაწილია ის, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ექნება საკუთარი ჭერი