აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს თავს დაესხნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა დღეს დილით, აჭარის რადიოსთან მოხდა.

ამ დროისთვის კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, პარალელურად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვაც. თავდამსხმელი კაცია.

არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ან დაკავებული ამ ეტაპზე უცნობია. უცნობია თავდასხმის მოტივიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ჯობს არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი – EU-ს დელეგაცია
შემდეგი სტატიაბავშვებში ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაემიჯნოს – იმედი მაქვს, კომპანიის ხელმძღვანელობაც გაემიჯნება ამ გაპარულ პროპაგანდას, იმედია ეს გაპარულია – კობახიძე