აჭარის რეგიონში, სტიქიის ზონებში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. უწყების ცნობით, ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მხოლოდ 6 ობიექტზე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

„ბოლო საათების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი შეტყობინებები არ შემოსულა.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში – სულ შემოსულია 3 შეტყობინება, რის შედეგადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეტყობინებები არ დაფიქსირებულა.

​იმერეთში დაფიქსირებულია 5 შეტყობინება, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ მისამართზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

რუსთავში დაფიქსირდა 3 შეტყობინება, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მეხანძრე-მაშველებმა მესხიშვილის, წულუკიძისა და ტურგენევის ქუჩებზე აწარმოეს“, – აცხადებენ უწყებაში.

სტიქიის შედეგად საქართველოს არც ერთ რეგიონში არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშისიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები – სამხარაულის ბიუროს გასაიდუმლოებული დასკვნის დეტალები ტატუნაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატიასტიქია სამეგრელოში (+ ფოტო და ვიდეო)