“თაიმერის” ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. სავარაუდოდ, ის თბილისის პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილის ადგილს დაიკავებს, რომელიც ასევე გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძის ადგილას ინიშნება.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად. სხვა დეტალებზე უწყება კომენტარს არ აკეთებს.