აჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავეს.

დაკავებული ბ.ე. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარა- თაღლითობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ბ.ე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ევროკომისია ზეწოლას ახდენდა პლატფორმებზე” – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადება
შემდეგი სტატიათბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს