აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა

აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, მათივე განმარტებით, ვაქცინაცია ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

როდის განახლდება ვაქცინაციის პროცესი მაღალმთიან აჭარაში, უწყებაში ჯერ ვერ ასახელებენ.

მათი ცნობით, ამ დროისათვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ბათუმსა და ქობულეთში 300-ზე მეტი მედიკოსია აცრილი.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე-„ქართულმა ოცნებამ“ და მავნებლური, უგუნური ნაბიჯები გადადგა
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – ანაფილაქსიური შოკი ნებისმიერმა მედიკამენტმა ან ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს