აჭარის მთავრობის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო მიზანს – ხელახალ არჩევნებს არ მიაღწევენ.

„საბოლოო მიზანი არის ხელახალი არჩევნები. ვერ გავჩერდებით. ეს პროტესტი გაგრძელდება. ასევე დღეს შევიკრიბებით ოპოზიციური პარტიები და უახლოეს დღეებში დავგეგმავთ ხალხმრავალ აქციას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები, რომლებმაც 21 ნომებერს, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებულთან ადვოკატების კონტაქტის გამო, შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გადიდო
შემდეგი სტატიავაშაძე მეუფე იაკობის შეთავაზებაზე: პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს