აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე აქციაზე მივიდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს განუცხადა, რომ მოსახლეობა მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს.

აღნიშნულმა პირმა აქციის მონაწილეებს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მოქალაქე პროვოკატორი იყო და იგი არეულობის გამოსაწვევად აქციაზე სპეციალურად მივიდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა