აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

აჭარის მთავრობის შენობასთან ხმაური იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ შენობის წინ თოკის გაბმას და მასზე საარჩევნო ოქმების ასლების ჩამოკიდებას, რომლითაც მათი განცხადებით, გაყალბება დასტურდება.

თავდაპირველად, სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და ჩოჩქოლი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით მათ თოკის გაბმის და მასზე ოქმების ასლების ჩამოკიდების საშუალება მიეცათ.

ამ დროისთვის მთავრობის სახლთან სიმშვიდეა. ოპოზიციის მხარხამჭერთა ჯგუფი პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღეა ადგილზე იმყოფება და ღამეს კარვებში ათენებს.

banner
წინა სტატიაშიმეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა
შემდეგი სტატიაიმნაძე: ეცადეთ, ჭამისას ერთმანეთისგან დისტანციით იყოთ და სხვადასხვა დროს მიიღოთ საკვები