აჭარის მთავრობის სახლთან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 4 პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გუშინ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან.

აჭარის მთავრობის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ასევე, რამდენიმე მოქალაქე საგანგებო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის დაკავებას უკანონოს უწოდებდნენ და გათავისუფლებას ითხოვდნენ. წულუკიძე და ანთაძე წარსულში სასჯელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდიდნენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო
შემდეგი სტატიამუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს