აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯელალ ქიქავა დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯელალ ქიქავა და კიდევ ერთ პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალწარმოება 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების წარწერით: “არ დათმო” გაკვრას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებმა სტიკერები კედელზე განათავსეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„პოლიცია ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას უნდა იცავდეს, ნაცვლად ამისა პოლიციელები მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე პირი კი უსამართლოდ დააკავეს”, – განაცხადა ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ.

ამ დროისათვის აჭარის მთავრობის სახლთან სიმშვიდეა, თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან და პროტესტის 24 – საათიან რეჟიმს აგრძელებენ.

“არ დათმო ქვეყანა, არ დათმო ტერიტორიები, ჩვენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ვართ, რომლებსაც გვაღელვებს ქვეყნის ოკუპაცია და ამას ვაპროტესტებთ. მოვიდნენ და იძალადეს პირდაპირ. უკანონოს არაფერს ვაკეთებდით, ვაკრავდით სტიკერებს”,- აცხადებს მოძრაობა “არ დათმოს” წევრი ლაშა ადამია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმელია ძმებ შუკაკიძეებზე: “კანონიერი ქურდებიც” არ არიან, რეჟიმის წარმომადგენლები არიან
შემდეგი სტატიააშშ-ს ყოფილი ელჩი: პომპეო საქართველოში მხოლოდ მთავრობას ხვდება, რაც შეცდომაა