აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში 70 ოჯახს ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში მცხოვრებ 70 ოჯახს ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდება.

საუბარია თამარ მეფის გამზირის N54 და ხინიკაძის ქუჩის N4-ში მცხოვრებ ოჯახებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აღნიშნული ოჯახის წევრებს შეხვდა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ბინების გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დასკვნით ეტაპზეა.

წინა სტატიაშისიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნა დანაშაულია – კლინიკების ასოციაცია ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიაწერეთელი – ამ ეტაპზე სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ და რაც მთავარია, უნდა დასრულდეს მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება