აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 21, 2018 10:30

აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ

აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 15:00 საათზე გაიმართება. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრებს ერთად ეყრებათ კენჭი.

მათ დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო. უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში 14 მანდატს ფლობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 21, 2018 10:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics