აჭარის მთავრობას ისევ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ისევ ზურაბ პატარაძე იქნება. ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნებიან მთავრობის ახალი წევრები აჭარაში. მთავრობის თავმჯდომარე ადასტურებს ცვლილებებს, თუმცა არ საუბრობს დეტალებზე.

“არ მინდა, მოვლენებს გავუსწროთ, ჯერ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ავირჩიოთ ის და შემდეგ წარვადგინოთ ახალი მთავრობის წევრები დასამტკიცებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეფექტური გუნდი გვყავდეს. ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას ვის განვიხილავთ მინისტრებად, თუმცა კონსულტაციები მიდის”, – განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

პატარაძემ არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის, განათლების მინისტრის პოზიციაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

პატარაძის ინფორმაციით, კონსულტაციების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობაში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა რატიფიკაციის კანონს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის
შემდეგი სტატიაკახა კუკავა მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დარჩენას აპროტესტებს