აჭარის მთავარ სამმართველოში სასტუმროს თანამშრომლებს კითხავენ

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შესახებ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აჭარის მთავარ სამმართველოში სასტუმროს თანამშრომლების ნაწილის დაკითხვა, ნაწილის გამოკითხვა მოხდება.

სასტუმრო ლეოგრანდის უფლებადამცველი ამბობს, რომ ხელმძღვანელობა გეგმავს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს და გარდაცვლილთა ოჯახებს მატერიალურად დაეხმაროს.

ადვოკატ კახა წერეთელის განცხადებით, სასტუმროს ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ გაურბის და მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიხაჯინბას ვიზიტის გამო, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა
შემდეგი სტატიასაია წლის ბოლოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს