აჭარის მაღამთიანი ორი სოფლის, წაბლანისა და წაბლიანის მოსალხეობა ბოიკოტს აცხადებს და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს

არჩევენბი, სადაც გამარჯვება

აჭარის მაღამთიანი ორი სოფლის, წაბლანისა და წაბლიანის მოსალხეობა ბოიკოტს აცხადებს და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ხულოს რაიონის სოფლ წაბლანაში საარჩევნო უბანი 8 საათზე გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე საარჩენო ყუთში არც ერთი ბიულეტენი არ არის. ადგილობრივებმა არჩევნებში მონაწილეობაზე ბოიკოტი ორი დღის წინ გამოაცხადეს. ამ ფორმას, მაშინ მიმართეს, როდესაც ხელისფუელბის მხრიდან დახმარების იმედი ამოეწურათ.

“სანამ საარჩევნო უბანი არ დაიკეტება, მანანდე მთელი მოსახლეობა იქნება საარჩევნო უბნის წინ და დავაკვირდებით თუ როგორ ჩაატარებენ არჩევნებს,რომელზეც ძირითადი მოსახლეობა, ამომრჩეველი არ მივა. შეიძლება მოიყვნანონს სპეცი ან რაღაც გააკეთოს მთავრობამ ეს უკვე მათი გადასაწყვეტია მაგრამ მთელი სოფელი, 1001 ამორჩეველია, 1001 ამომრჩეველი სოფელ წაბლანიდან არ აპირებს არჩევნებზე მისვლას,” – ამბობს სოფელ წაბლანის ერთერთი ადგილობრივი

სოფლები წაბლანა და წაბლიანი მეწყერ საშიშ ზონაშია და მოსახლეობას ორი წლის წინ სოციალური სახლი ბათუმში აუშენდათ, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსები ავარიაულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია.

სოფელ წაბლანში არ აქვთ სასმელი წყალი, რამდენიმე წლის წინ გამოცხადა ტენდერი, გაიმარჯვა ერთერთმა კომპანიამ, რომელმაც წყლის ავზი გააკეთა, თუმცა უხარისხო მილების გამო სოფელს წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურაც, არსებული სკოლა ავარიულია, არ არის საბავშვო ბაღი, აწორედ ამ პრობლებზე ხელისუფოლების მხრიდან უყურადღებობა გახდა ბოკიოტის მიზეზი.

მოსახლეობის პროტესტის გამო საარჩევნო უბნის კომისია ადგილობრივებისგან არ არის დაკომპლექტებული.

სოფელ წაბლანაში მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

banner
წინა სტატიაშიდღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში
შემდეგი სტატიამარტვილში დარღვევები ფიქსირდება (ვიდეო)