აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე შვილის ნარკოსკანდალის შემდეგ გადადგა

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე შვილის ნარკოსკანდალის შემდეგ გადადგა. გადადგომასთან დაკავშირებით გუდავა სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, რომელიც სწორედ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის შვილია.

ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდება ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად მკაცრად პასუხს აგებს კანონის წინაშე!
ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან,“ – წერს თამარ გუდავა.

სამტრედიაში, სავარაუდოდ, ზედოზირებით ერთი ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ორმა პირმა ნარკოტიკული საშუალება მდინარის პირას ე.წ. ლოკაციაზე დადო, ფოტოსურათები გადაუღეს მყიდველისთვის გადაგზავნის მიზნით, თუმცა როგორც პროკურატურაში ამბობენ, ამ ორმა პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიაზოგი რამ ნინო ბურჭულაძის შესახებ -გზა, ჟურნალისტიკიდან აქტივისტობამდე