აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში დღეისთვის არსებული ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში დღეისთვის არსებული ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ​

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 6 106 პაციენტი.

აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 487 ახალი შემთხვევა.

ამასთან, რეგიონის მასშტაბით კოვიდკლინიკებში მკურალობას გადის 641 პაციენტი, 80 ინფიცირებულის მდგომარეობა არის მძიმე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 12 პაციენტი იმყოფება, კოვიდსასტუმროებში – 1 110 ინფიცირებული რჩება.

აჭარაში ბინაზე 2 205-ზე მეტი პაციენტი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. 1 052 პირი იმყოფება აჭარაში თვითიზოლაციაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში ვირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი : პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული